ქ. რუსთავის შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტები
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2010 წელს ქვემო ქართლში 9 მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 12 მლნ ლარს შეადგენს.
12 მარტს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ნადაშვილი რუსთავში ჩავიდნენ და ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულ დავით კირკიტაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად თბილისის და ფალიაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს.
ქ. რუსთავის შიდა გზების რეაბილიტაცია ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ (აღმასრულებელი დირექტორი - კოკა მგელაძე) რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDP) ფარგლებში.
დაფინანსების წყაროები: საქართველოს მთავრობა, მუნიციპალური განვითარების ფონდი და აზიის განვითარების ბანკი (ADB).
ობიექტის ღირებულება: 1 155 000 ლარი;
ბენეფიციართა მიახლოებითი რაოდენობა: 150,000 მოსახლე;
სამუშაოების დაწყების თარიღი: 29.12.2009
სამუშაოების დასრულების თარიღი: 01.06.2010
პროექტის მოკლე აღწერა: სამუშაოები მოიცავს ქ. რუსთავში თბილისის ქუჩის მონაკვეთის და ფალიაშვილის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას საერთო ფართობით 23890 მ2. ამ ქუჩებზე აგრეთვე მოწყობა სანიაღვრე კანალიზაციის სისტემა საერთო სიგრძით 443 მ და წყალსადენის ქსელის გამოცვლა საერთო სიგრძით 780 მ.
პროექტის საბოლოო შედეგი:
ქ. რუსთავში განხორციელებული გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტის საბოლოო მიზანია ეკოლოგიური დაბინძურების აღმოფხვრა და სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. რეაბილიტაციის შემდეგ თბილისის ქუჩა გახდება ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური სატრანსპორტო არტერია.
ასევე დაგეგმილია:
ქ. რუსთავში დუმბაძის, მეგობრობის გამზირის, თაგორაშვილის, დავით გარეჯის, ქუჩიშვილის, მეგობრობის გამზირის შიდა კვარტლის მონაკვეთის, კლდიაშვილის ქუჩიდან თოდრიას ქუჩამდე მე_3 ჩიხის, სააკაძის და ბათუმის ქუჩების რეაბილიტაცია, საერთო სიგრძით 6კმ.
პროექტის ღირებულება: 5,000,000 ლარი.
დონორი ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი.
უკვე დასრულებულია:
1) ქ.რუსთავში შარტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი. პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარის 2 კმ-იანი მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას.
პროექტის ღირებულება: 1,100,000 ლარი;
დონორი ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი;
2) ქ. რუსთავში სანაპიროს, ბარათაშვილის, სუმგაითელი მეტალურგების, დონეცკის მეტალურგების, 9 მაისის, სარაჯიშვილის და არაყიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, საერთო ფართით 63 200 მ2;
პროექტის ღირებულება: 2,508,000 ლარი;
დონორი ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი.