ქ.მარტვილის მცხოვრებლებს მალე სუფთა სასმელი წყალი ექნებათ
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთში 19 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 21 მლნ ლარს შეადგენს. აქედან 11 პროექტი უკვე დასრულებულია.
23 დკემბერს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე მარტვილში ჩავიდა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ახვლედიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქ.მარტვილის წყალსადენის და სოფლების ბალდას და სკურდას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა.
ქ. მარტვილის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების ბალდა და სკურდას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ (აღმასრულებელი დირექტორი _ კონსტანტინე მგელაძე) მუნიციპალური მომსახურების განვითარების (MSDP) და რეგიონული მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDP) ფარგლებში.
ქ.მარტვილის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის პროექტი
დაფინანსების წყაროები: საქართველოს მთავრობა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკი (ADB).
ობიექტის საკონტრაქტო ღირებულება: 922 786 ლარი
სამუშაოების დაწყების თარიღი: 04.06.2009
სამუშაოების დასრულების თარიღი: 10.01.2010
ბენეფიციართა მიახლოებითი რაოდენობა: 9 ათასი მომხმარებელი
პროექტის მოკლე აღწერა: ქ.მარტვილში პროექტის ფარგლებში შეიცვლება ამორტიზებული მილდენები საერთო სიგრძით 15 000 გრძივი მეტრი; მოხდება 5 წყალშემკრები ნაგებობის რეაბილიტაცია. აგრეთვე, აშენდება სადაწნეო კოშკი და 4 კუბი სიმძლავრის სატუმბო სადგური, გარემონტდება არსებული რეზერვუარი. მოწყობა 41 ცალი წყალგაყვანილობის ჭა.
პროექტის შედეგი: ქალაქ მარტვილის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შედეგად გაუმჯობესდება მოსახლეობის წყალმომარაგება, რაც გამოიწვევს მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
ქ.მარტვილის სოფლების ბალდა და სკურდას წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის პროექტი
დაფინანსების წყაროები: საქართველოს მთავრობა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკი (WB).
ობიექტის საკონტრაქტო ღირებულება: 825,527 ლარი
სამუშაოების დაწყების თარიღი: 04.04.2009
სამუშაოების დასრულების თარიღი: 04.04.2010
ბენეფიციართა მიახლოებითი რაოდენობა: 2 500 მომხმარებელი
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ორი 250 მ3 წყლის რეზერვუარის მშენებლობა; წყალსადენის სისტემის მოწყობა საერთო სიგრძით 12 000 გრძივი მეტრი. აგრეთვე, პროექტით გათვალისწინებულია ფოთის წყალსატარიდან საპროექტო რეზერვუარებში წყლის მომარაგება, რისთვისაც მოხდება 500 მილიმეტრიანი მილის განშტოების დამონტაჟება.
პროექტის შედეგი: სოფლების ბალდა და სკურდას წყალმომარაგების ქსელის მშნებელობის პროექტის დასრულების შემდეგ, სოფლების მცხოვრებლებს უწყვეტად ექნებათ სასმელი წყალი, რაც გამოიწვევს მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას