ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმილზე ადრე დასრულდა

21 ოქტომბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთადქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტირებული გზა გახსნა. ნიკეას ქუჩა ქუთაისის ყველაზე დიდი ქუჩაა. რებილიტაციის დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე არსებული გზის საფარი დაზიანებული და ამორტიზირებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივად იქმნებოდა საცობებიარ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.

პროექტის ფარგლებში 2.2კმ სიგრძის, სამზოლიან  გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდა შემზღუდავი გამყოფი ზოლი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო ახალი ტროტუარები, შეიცვალა გარე განათება და გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა.

ქუჩის განახლების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებაა ქალაქში ავტოსატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა, რაც, არსებულ საცობებს მნიშვნელოვნად განტვირთავს

პროექტის ღირებულება, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 7 698 556,21 ათასი ლარიააღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმებოდა, თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი კომპანიის ოპერატიულობის შედეგადგზის გახსნა დაგეგმილზე ბევრად ადრე მოხერხდა.