შალოშვილის ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

18 ოქტომბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში  ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბლიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტით გათვალისწინებული იყო  300 მ-იანი გზის რეაბილიტაცია, რომლის სავალი ნაწილის  სიგანე 5-6 მ-ია.მოეწყო  ტროტუარი და გარე განათება,   მოსაფალტდა ასევე მოედანი.
„შალოშვილის ღვინის მარანთან“ მისასვლელი გზით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი მოსახლეობის გარდა,სარგებლობენ „შალოშვილის ღვინის მარნის“ დამთვალიერებლები, მათ შორის, უცხოელი ტურისტები.