ხობში XIII-XIV საუკუნეებში აშენებული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

16 სექტემბერი 2016

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულოებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ხობში დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული  ისტორიული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაობი დაათვალიერა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუშაობა 2015 წლის მიწურულს დაიწყო და მალევე მიწისქვეშ აღმოაჩინა უძველესი ნაგებობების ფრაგმენტები, რომლთაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სწავლობს.

ხობის მონასტერი აშენებულია XIII-XIV საუკუნეებში. იგი შემოსაზღვრულია გალავნით, რომლის დასავლეთ ნაწილში ჩაშენებულია ორსართულიანი სასახლე, რომელიც  სანახევროდ დანგრეულია და შემორჩენილია მხოლოდ გარე კედლების ნაწილები. პროექტი ითვალისწინებს სასახლის სრულ რეაბილიტაციას - აღდგება მორღვეული კედლები, სართულშუა გადახურვა, ორქანობიანი კრამიტის სახურავი. სართულებზე მოეწყობა იატაკები და კარ-ფანჯრა.    სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.   კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის   შენარჩუნების საკითხს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.  რეაბილიტაცია არა მარტო უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას, არამედ ხელს შეუწყობს ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.