ქარელის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24 აგვისტო 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქარელში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 2 მლნ 500 ათასი ლარია.

ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას  ათსაათიანი გრაფიკით მიეწოდება წყალი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კი მოსახლეობა წყალმომარაგების 24 სთ-იანი სერვისით ისარგებლებს.

ამჟამად მთლიანად დასრულებულია წყალსადენი მაგისტრალური ქსელის, განშტოებებისა და აბონენტთა დაერთების სამუშაოები. სულ მოეწყო  პოლიეთილენის 18 მეტრიანი მილსადენი და განშტოებები, ჯამში, 4890 მეტრი

დარჩენილია რეზერვუარის რეაბილიტაციის სამუშაოები და, გაერთიანებული წყლის კომპანიის მოთხოვნით, საქლორატოროს და სატუმბი სადგურის რეკონსტრუქციის ნაცვლად, 1600 მეტრი -315 მმ პოლიეთილენის სადაწნეო მილსადენის მოწყობის დამატებითი სამუშაოები.

სამუშაოები დაიწყო 2015 წლის მაისში, ხოლო   დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის შემოდგომაზე . სამუშაობზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული.